გახარია 20 ივნისის მერე პირველად “რეაქციაში” მოვიდა და მითხრა “იმედზე” და სამთავრობო არხებზე მისვლა არ მინდოდაო, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ თავის საავტორო გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა:
“ერთი რამე უნდა ვთქვა და იმედია მიკერძოებულობაში არავინ ჩამითვლის. 20 ივნისის მერე, რომელზეც დღესაც ბევრი კითხვაა და პასუხი ვერ მივიღეთ, პირველი იყო გადაცემა “რეაქცია”, სადაც გიორგი გახარია მოვიდა. ირმას რომ მეძახდა ის გადაცემა იყო. მე მაშინ ვკითხე ეთერს მიღმა გამიკვირდა და რატომ გადაწყვიტეთ-მეთქი მოსვლა და მითხრა, რომ მე არ მინდოდა მე არ მინდოდა არც “იმედზე” მისვლა და არცერთ სამთავრობო არხზეო”, – თქვა ინგა გრიგოლიამ.