ორთოპედიული ბალიში სხეულის სწორ პოზიციონირებასა და უსაფრთხო ძილს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მისი გამოყენება ხელს უწყობს სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის, წელისა თუ კისრის ტკივილის შეჩერებასა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების აღმოფხვრას. ორთოპედიული ბალიში კისერს სწორ მდგომარეობას აფიქსირებს, რაც მთელი ტანის კუნთების მოდუნებას უწყობს ხელს. ამიტომ, მისი ხშირი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორ შევარჩიოთ ორთოპედიული ბალიში?
არსებობს მრავალი სახის ორთოპედიული ბალიში ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისა და ორთოპედიული პრობლემისათვის. ზოგიერთ მათგანს აქვს მრავალფუნქციური და მრავალპოზიციური დიზაინი სხვადასხვა ფიზიკური დაავადებისა და ძილის დარღვევისთვის. განვიხილოთ, კომპანია „ახალი ხედვის“ ფილიალებში არსებული პროდუქციის ნაწილი და გავიგოთ, რომელი მათგანი დაგვეხმარება გარკვეული პრობლემების აღმოფხვრაში?
● სამგზავრო ბალიში - თუ თქვენ სამოგზაუროდ გეგმავთ წასვლას, არ უნდა დაგავიწყდეთ სამგზავრო ბალიში , რადგან მისი განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას. ეს, კი მშვიდ და სასიამოვნო მგზავრობაში დაგეხმარებათ.
● კისრის ორთოპედიული ბალიში - განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის.
● ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში,დამზადებულია პოლიუთერანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.
● სავარძლის ბალიში - გამოიყენება ადამიანებში, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა, კუდუსუნის არეში ტკივილის დროს. ის აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ბუასილის პროგრესირებას.
● რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში - განკუთვნილია გულძმარვისთვის. ბალიშის ამაღლებული ზედაპირი სხეულის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს, რაც საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.
სად შევიძინო ორთოპედიული ბალიშები?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სხვადასხვა სახის მაღალი ხარისხის ორთოპედიულ ბალიშებს სთავაზობს. აღნიშნული პროდუქცია ლატექსის მასალისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს. „ახალი ხედვის‘’ ბალიშები ერთმანეთისგან დანიშნულებით, ბრენდით, ზომებითა და ფასებით განსხვავდება, თუმცა მათ ერთი რამ - უმაღლესი ხარისხი აერთიანებთ. საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული ბრენდების მიერ წარმოებული პროდუქციის შეძენა „ახალი ხედვის“ საფირმო მაღაზიებსა და კომპანიის ვებ-გვერდზე ონლაინ რეჟიმშიც არის შესაძლებელი.კონსულტაციისთვის დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 577 111 241 ან 577 555 925.