“მენატრებიან,” – აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ის აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებელია პარლამენტში იყოს.
„გუშინ ხომ ვთქვი, მენატრებიან თქო. იმიტომ ვთქვი, რომ აუცილებელია ისინი იყვენენ პარლამენტში, ჩემი აზრით. მათ გარეშე პოლიტიკურ პროცესებს ისეთი ეშხი არ აქვს, როგორიც ექნებოდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც რეგიონებში ჩავა და საზოგადოების ფართო სპექტრთან ექნება კომუნიკაცია. მელიას განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება.