„პოლიტიკა მკაცრი სფეროა, სტერილური გადაწყვეტილებები არ არსებობს“- განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.
მან ისაუბრა თამარ ჟვანიას საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ ჟვანიამ მაღალი ხელფასის გამო „ხელი მაიმუნობაზე მოაწერა“.
„ინსტიტუციურად უნდა დალაგდეს ეს ყველაფერი და არა პერსონალურ დონეზე. დღეისათვის რა მნიშვნელობა აქვს თამარ ჟვანია გადადგება თუ არა. თქვენ გგონიათ თამარ ჟვანიას ეხალისება მაიმუნობა და მამაძაღლობა? მან მოაწერა ამაზე ხელი და იმიტომ აკეთებს ამას. უბრალოდ მან მაღალი ხელფასის გამო გადაიხადა ის ფასი რომ ხელი მოაწერა ტუტუცობაზე. მას ხვალ თუ ეტყვიან, რომ იგივე ხელფასს გადაგიხდითო დაჯდება და იმუშავებს ამ ტუტუცობის გარეშე“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.პოლიტოლოგის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს, რათა მათ ხელისუფლება ამხილონ.
„პოლიტიკა მკაცრი სფეროა, სტერილური გადაწყვეტილებები არ არსებობს, პოლიტიკოსებს უწევთ გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება და მათ უნდა დაამტკიცონ, რომ მათი არჩევანი იყო სწორი.
ჩემი რეცეპტი მარტივია, ხელისუფლებამ დამარცხება გამოაცხადა გამარჯვებად და ოპოზიცია გამარჯვებას აცხადებს დამარცხებად. ჩვენ დაგვავიწყდა რა იყო ამოცანა მთელი ამ პოლიტიკური პროცესის.
„ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ დარჩენა არის „ქართული ოცნების“ ოცნება. ეს არის რუსული სუვერენული დემოკრატიული მოდელი. უნდა შევიდეს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“, ამით კრიზისს კი არ გადაილახება, აღიარებს დე ფაქტო მდგომარეობას და გამოიყენებს ყველა ბერკეტს იმისათვის რომ, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად და ხელისუფლება შეიცვალოს.
ისინი ამომრჩევლის წინაშე ამხელენ ხელისუფლებას, მოახდენენ მის პარალიზებას, მის ლეგიტიმაციას კიდევ უფრო დაასუსტებენ ეს განწყობა ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდება.
ბოიკოტმა მოიტანა შედეგი. წინ გაიხედონ, დაივიწყონ წარსული რიგგარეშე არჩევნები მოდის ეს არ იყო მთავარი ამოცანა? ხალხის პრობლემაზე უნდა ილაპარაკოს ოპოზიამ და ისინი უნდა აჯანჯღარებდნენ ხელისუფლებას რომ ხალხი დაპურდეს, ნაცვლად ამისა რაში იკარგება ოქროს დღეები? შესაბამისად აქედან გამომდინარე რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს რეალური პოლიტიკური პროცესი“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.