ვაქცინაციის პროცესის აქტიურ მიმდინარეობასთან ერთად საზოგადოებაში არაერთი კითხვა ჩნდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური კითხვა აცრამდე ალკოჰოლის მიღებას ეხება.
ჯანდაცვის ექსპერტი, მაკა ბულეიშვილი „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში განმარტავს, რა შემთხვევაში არ უნდა აიცრას ადამიანი, თუ მას წინა დღეებში ალკოჰოლი აქვს მიღებული.
„ვაქცინაციამდეცარ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლის მიღება. ნაბახუსევმა ადამიანმა ვაქცინა არ უნდა გაიკეთოს.
თუ ადამიანს ვაქცინაციამდე ხშირად უწევს ალკოჰოლის მიღება, მაგალითად გადაბმულად მთელი კვირის განმავლობაში, ეს თრობაში გადადის უკვე, ასეთ დროს არ უნდა მივიდეს ვაქციანციაზე. მაგრამ თუ ადმიაანმა 3-4 ჭიქა მიირთვა რამდენიმე დღის წინ, ამ დროს პრობლემა არ არის.
დავაკონკრეტებ, რომ ჩვენ ნაბახუსევ მდგომარეობაში მეორე დილას ვაქცინაციის ჩასატარებლად არ უნდა მივიდეთ. ზოგადად, ვაქცინაციის შემდეგაც არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება“,- ამბობს მაკა ბულეიშვილი.