ავტოდაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და სასარგებლო სადაზღვევო პროდუქტია, რომელიც მძღოლებს უამრავი რისკისგან იცავთ. თუმცა დაზღვეული რისკებიდან ერთ-ერთი ყველაზე მეტად საფრთხის შემცველი - ეს არის ავტოავარია, რომლის დროსაც არამხოლოდ მანქანა, არამედ ჩვენი თუ სხვისი ჯანმრთელობაც შეიძლება დაზიანდეს. თუ ფიქრობთ, რომ სრული ავტოდაზღვევა ძვირი ან თქვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი რისკების მომცველია, თიბისი დაზღვევის D1 ნაკრები დაგაინტერესებთ.
ეს სწორედ ის სადაზღვევო პროდუქტია, რომელიც ყველა მძღოლს ესაჭიროება და თანაც მისი ღირებულება ყველასთვის ხელმისაწვდომია.
რას აზღვევს D1 ნაკრები
ავტოსაგზაო შემთხვევას ყოველთვის მოჰყვება გაუთვალისწინებელი ფინანსური დანახარჯები, რომლისთვისაც მზად მუდმივად არავინაა. მოულოდნელი ხარჯებისგან წინასწარ თავის არიდება კი მხოლოდ დაზღვევითაა შესაძლებელი. ეს ნაკრები მაშინაც გამოგადგებათ, როცა თავად ფრთხილი და კანონმორჩილი მძღოლი ხართ, მაგრამ მესამე პირის მხრიდან გამოწვეული ავარიის დაზღვევა გსურთ. D1 ნაკრებით ყველანაირი ავტოსაგზაო შემთხვევა გექნებათ დაზღვეული, ბრალეული მხარის მიუხედავად. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ აგინაზღაურდებათ ზიანი თუ:
• ავარიისას დააზიანეთ თქვენი ავტომობილი;
• დააზიანეთ სხვისი ავტომობილი, ქონება ან ჯანმრთელობა;
• თუ მესამე პირმა დააზიანა თქვენი ავტომობილი.
როგორც ხედავთ, ეს პირობები სრულად აკმაყოფილებს ყველაზე საბაზისო მოთხოვნას იმისათვის, რომ ავტომანქანით მშვიდად გადაადგილდეთ. დაზღვევის მიზანიც ხომ ეს არის - აზღვევთ თქვენს სიმშვიდეს, კომფორტს და დაცულობის განცდას. ამ ნაკრების შეძენა ყველას შეუძლია ვინც რამდენიმე მარტივ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
• უნდა იყოთ 25 წლის და მეტის;
• უნდა გქონდეთ მართვის ერთ წლიანი გამოცდილება;
• ავტომობილს მხოლოდ პირადი დანიშნულებით უნდა იყენებდეთ;
• თქვენი ავტომობილის გამოშვების წელი უნდა იყოს 2000 წელი და ზემოთ.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ის გარემოებები, რომლებიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება. ესენი კი არის ყველა ის საფრთხე, რაც უკავშირდება ავმტომანქანას, გარდა ავარიისა - გაჩერებული ავტომობილის დაუდგენელ ვითარებაში დაზიანება, სტიქიური მოვლენები, საგნების დაცემა, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და ვანდალიზმი.
ანაზღაურების პირობები და ლიმიტები
D1 ნაკრები ყველასთვის მისაღები ფასით და მასში გათვალისწინებული საუკეთესო პირობებით გამოირჩევა. ნაკრების ღირებულება თქვენი არჩევანის მიხედვით შეიძლება იყოს 30ლარი ან 40 ლარი. არჩეული ფასიდან გამომდინარეობს ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტიც. თუ 30 ლარიან ნაკრებს შეიძენთ, ავტოავარიის შემთხვევაში აგინაზღაურდებათ 5 000 ლარის ზიანი, ხოლო 40 ლარიანი ნაკრების შეძენისას, ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი 10 000 ლარი იქნება. D1 ნაკრების პირობები ითვალისწინებს ფრანშიზას, რომელიც 200 ლარითაა განსაზღვრული. ამაში იგულისხმება ის თანხა, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურებას არ დაექვემდებარება.
ამ ყველაფრის გარდა, D1 ნაკრებს ერთი სხვა უპირატესობაც აქვს. მისი შეძენისას თქვენ საშუალება გექნებათ თქვენი ოჯახის სხვა წევრებიც შეიყვანოთ უფლებამოსილი მძღოლების გრაფაში და მათზეც სრულად გაავრცელოთ ყველა ის პირობა, რაც დაზღვევით გექნებათ გარანტირებული.
სადაზღვევო ნაკრების შეძენა სახლიდან გაუსვლელად, ონლაინაა შესაძლებელი. თიბისი დაზღვევის მრავალფეროვანი ციფრული სერვისები აადვილებს ნაკრების დისტანციურად შეძენას. ამისათვის საჭიროა, რომ ესტუმროთ ვებგვერდს, შეავსოთ მარტივი ფორმულარი, სადაც მიუთითებთ ინფორმაციას თქვენსა და დასაზღვევი ავტომობილის მონაცემების შესახებ.
პოლისის გასააქტიურებლად დაგჭირდებათ ავტომობილის დასურათება, თუმცა ფოტოების გაგზავნაც დისტანციურადაა შესაძლებელი. საკმარისია თქვენი ავტომობილის სურათები ყველაზე მეგობრულ ჩატ-ბოტს - ბი ბოტს ფეისბუქ-მესინჯერში გაუგზავნოთ. ამის შემდეგ კი დაელოდებით სადაზღვევო პოლისს, რომელსაც მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ.
D1 ნაკრები იდეალურია მათთვის, ვისაც მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხის - ავტოავარიის დაზღვევა სურს და ამისთვის არ აპირებს ბევრის გადახდას. ხელმისაწვდომ ფასად, დამატებითი დაფარვების გარეშე, დააზღვევთ ყველაზე ძვირადღირებულ სადაზღვევო შემთხვევას, რომელიც ყველა მძღოლისთვის მთავარ რისკს წარმოადგენს.