ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ისრაელში ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრილ კაცებს სპერმასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეჰქმნიათ.
„ვიცით, რომ კვლევები არის რომ ვინც გადაიტანა კოვიდი, პრობლემები არსებობს სპერმასთან და ყველა იყო აღშფოთებული. ეს იმიტომ, რომ კვლევები არსებობს. ხოლო ვაქცინასთან დაკავშირებით ასეთი კვლევები არ იყო.
ახლა მაქვს ძალიან სასიხარულო ამბავი, ისრაელში ჩატარდა კვლევები და ნახეს, რომ ვინ „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა, სპერმასთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ადამიანები ოჯახის შექმნას ფიქრობენ, ნერვიულობენ.
ასეთი კვლევა გვინდა ჩინურ ვაქცინაზეც. დადონ, კარგი თუ ცუდი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს ინფორმაცია არ გვაქვს, ხოლო რაც გვაქვს არის ძალიან ანგაჟირებული და პოლიტიკური“, -
როგორც მან აღნიშნა, ვაქცინირებულმა პირებმაც აუცილებელია ატარონ პირბადე, რადგან ის ვირუსისგან თავის დასაცავად საუკეთესო საშუალებაა.