ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ - გვერდზე, დღეს, 11:30 საათის მდგომარეობით, 68 339 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.
მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 64 607-ს "ფაიზერით" ვაქცინაცია სურს.
"მოდერნას" ვაქცინით აცრის სურვილი 29967 ადამიანმა გამოთქვა. 13 499 მოქალაქეს "ასტრაზენეკას" გაკეთება უნდა, 8530-ს კი "ჯონსონი და ჯონსონი" აირჩია. რაც შეეხება "ნოვოვაქსით" აცრას მისი გაკეთების სურვილი 5720-მა ადამიანმა გამოთქვა, 5032 მოქალაქეს "სინოფარმით" აცრა სურს, 940-ს კი "სინოვაკით".
როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება ჩOVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
"ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ჩOVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.