ირანის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემები ავრცელებენ.
ირანში, ქალაქ ყუმის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების და სახანძრო ავტომობილებია მობილიზებული. თუმცა, ამ ეტაპზე რაიმე ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ არ ვრცელდება.
შენობიდან ყველას ევაკუაცია განხორციელდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზები უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.