ლაგოდეხში მოსულმა უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლები და ნათესები დააზიანა.
ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს.
ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, დაზიანებული სახლები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანხით შეკეთდება.
„დაახლოებით 12 სახლია სტიქიის მიერ დაზიანებული, რომელიც მუდმივმოქმედ კომისიას უკვე აქვს აღწერილი. მიმდინარეობს დეფექტური აქტების მომზადება და მუნიციპალური ბიუჯეტი უზრუნველყოფს მოსახლეობის დახმარებას“, - აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.