საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.
ამავე მონაცემების თანახმად, საერთო ჯამში გარდაცვლილია 4151 ადამიანი.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 312 445-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 293 052 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 7,18%, ბოლო 14 დღის - 4,99%, ბოლო 7 დღის - 5,47%-ია.