„აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების დეზინფორმირების მორიგი მცდელობა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ ნაჩვენები პროდუქტები არ შედის იმ სააღდგომო ნობათის ნაკრებში, რაც სამგორის გამგეობამ მოსახლეობას დაურიგა,“ - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.
„გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გასულ ინფორმაციას, თითქოს, სამგორის რაიონის გამგეობამ სააღდგომო ნობათის სახით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტი დაურიგა.
აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების დეზინფორმირების მორიგი მცდელობა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ ნაჩვენები პროდუქტები არ შედის იმ სააღდგომო ნობათის ნაკრებში, რაც სამგორის გამგეობამ მოსახლეობას დაურიგა.მეტი სიზუსტისთვის გაცნობებთ, რომ ქართული წარმოების საქონლის ხორცის კონსერვი, რომლის შესახებაც საუბრობდა ტელეკომპანიის რესპონდენტი, არ წარმოადგენს გამგეობის მიერ გაცემულ პროდუქტს. რეალურად, მოსახლეობას დაურიგდა შპს „უნვერსალ ტრეიდინგ ბალტიკის“ მიერ წარმოებული ხორცის კონსერვი.
რაც შეეხება პასქას, ნობათებში შედიოდა შპს „საიუბილეოს“ მიერ წარმოებული პასქა, რომელიც შეფუთული იყო არა თეთრი ფერის მუყაოთი (როგორც სიუჟეტში გვაჩვენეს), არამედ ყავისფერი მუყაოთი, წითელი ეტიკეტით.
აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამგორის რაიონის გამგეობა მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება სადღესასწაულო ნობათების შერჩევის საკითხს. შესაბამისად, ყველა პროდუქტის ხარისხი და ვარგისობა მოწმდება საგულდაგულოდ.
კიდევ ერთხელ მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ეხება თბილისის მუნიციპალიტეტს, გადაამოწმეთ თბილისის მერიის პრესსამსახურთან,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.