დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.
მათი თქმით, 3.1 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისის დროით 19:45 საათზე მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 59 კილომეტრში, წალკის სიახლოვეს, მამიშლართან იყო.