
გამარჯვებულისთვის გვირგვინის გადაცემიდან რამდენიმე წუთის შემდეგ სცენაზე იმავე კონკურსის 2019 წლის გამარჯვებული ავიდა და განაცხადა, რომ დე სილვა გამარჯვებული ვერ გახდებოდა, ვინაიდან ის ქმარს დაშორებული იყო. ამ განცხადების შემდეგ ,,მისის შრი-ლანკას” გვირგვინი თავიდან მოგლიჯა და მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტს დაადგა თავზე.
ამ დროს გამარჯვებულმა პუშპიკა დე სილვამ თავზე დაზიანება მიიღო, ის კლინიკაში გადაიყვანეს და მას ექიმების დახმარება დასჭირდა. მოგვიანებით, კონკურსის ორგანიზატორებმა ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადეს და განმარტეს, რომ ,,მისის შრი-ლანკას” გამარჯვებულის გვირგვინი კვლავ დე სილვას დაუბრუნდა.