დღეს ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგე, ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსთან ბრძოლაში დამარცხდა. 81 წლის მაესტროს ჯანმრთელობის მდგომარეობა ორი დღის წინ დამძიმდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოლთან ერთად გადიოდა მკურნალობას…
მუსიკოსი და პოტი დათო ევგენიძე დიდ მაესტროს ემოციურ ლექსს უძღვნის.
ვემშვიდობები გალობას….
ანზორ ერქომაიშვილს……………………………………
…ამის მოსმენა არ მსურდა… ნუთუ ეპოქა დასრულდა….
როგორ გავწყვიტო ეს გზები უკვე გარდაცვლილ წარსულთან…
ხართ ცასთან ნაზიარები… ეს წამი მექცა აბსურდათ…
ძველ სიზმრებს ვეღარ ვეწევი გარდაცვალება ხმას სურდა…
საგალობელი ვერ გალობს სანთელიც აღარ ინთება…
აღარც სიკვდილის არ მჯერა ცასთან ჭიდილი მინდება…
გზა მშვიდობისა ცის შვილო ხმა დაუბრუნე ისევ ცას…
ერთხელ ნაჟღერებ ქართულ ხმას დღეს უკვდავება მიეცა…
დალოცვილი ხართ უფლისგან… სიმღერით ნააღსარები…
თქვენ წახვედით და დატოვეთ სულით ნაბზარი ზარები…..
ვერასდროს გეტყვით მშვიდობით – თქვენ თვითონ იყავთ მშვიდობა…
ჩუმად გაფრინდა სიმღერა… და აღარც დაგვემშვიდობა…
წერტილს არ ცნობდით არასდროს – ბგერების მრავალწერტილით….
თქვენ წახვედით და ქვეყანას ხმით დაუტოვეთ წერილი…
ვერაფერს ვიტყვი დასრულდა სიტყვამ დაკარგა გზავნილი….
თქვენ საჩუქარი იყავით ღმერთისგან გამოგზავნილი….