სასტუმრო „ვინოტელთან“ სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ისინი ცნობილი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.
„რუსეთიზაციას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება. დღეს რეფერენდუმის დღეს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, რომელმაც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა შემოუშვეს რუსი ოკუპანტები.
ჟურნალისტი, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთი არ არის საქართველოს ნაწილი და ეს არის მიზანმიმართული ქმედება“, - აღნიშნა აქციის მონაწილე ალიკა კუპრავამ.ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
ვლადიმირ პოზნერმა განაცხადა, რომ თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა და ეს ვიზიტი პოლიტიკას არ უკავშირდება.
„მესამე წელია, რაც თბილისში აღვნიშნავ დაბადების დღეს, მე ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ დაბადების დღის აღსანიშნად“,- განაცხადა პოზნერმა.