საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 673 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 298 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 281145 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 272899 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 მარტის მდგომარეობით, დღიური - 2,19%, ბოლო 14 დღის - 1,69%, ბოლო 7 დღის - 1,6%-ია.