პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციას და ხელისუფლებას, შეთანხმების მისაღწევად, კონკრეტული მოთხოვნების დათმობას ურჩევს.
„ძალიან რთულია, ვნახოთ რა დათმო ოპოზიციამ და ასევე არ ჩანს დათმობები პრინციპულ საკითხებში „ქართული ოცნების“ მხრიდან.
ყველაზე კონსტრუქციული იქნებოდა თუ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების საკითხს დათმობდა, რადგან ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს ჩატარებულ არჩევნებს. ეს საკითხი ასე თუ ისე გასაგებია, რომ გადაწყვეტილია.მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნებოდა დათმობა თუ მოგვარდება პატიმრების საკითხი.
თუ სურვილი იქნება, ასეთი კომპრომისი ყველაზე რეალისტურია," - აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.