სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული გოგი წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ გოგი წულაია მეშვიდე დღეა შიმშილობს და მისი მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ადვოკატმა „რუსთავი2“-სა განუცხადა.
მისი თქმით, ბრალდებულმა წონაში დაიკლო და მეტყველებაც უჭირს.ალიან ცუდად გრძნობს თავს, წონაში დაიკლო და მეტყველებაც უჭირს. უკვე მე-7 დღეა შიმშილობს. ვთხოვე, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ყოველ წუთს შესაძლოა კომაში ჩავარდეს.
მას აქვს დიაბეტი, ასევე ცოტა ხნის წინ გაიკეთა გულის შუნტირება. ყველაფერი გავაკეთე მის გადასარწმუნებლად, მაგრამ უშედეგოდ. ვესაუბრე მის მეუღლესაც, რომ იქნებ მათ მიაწვდინონ ხმა და სცადონ გადარწმუნება,” – აცხადებს ვალერი გელბახიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.