ის, რომ ვაქცინაცია ვერ არის, ამაში ლომის წვლილი გახარიას მიუძღვის. იმიტომ, რომ ის იყო პრემიერი და ამ თემებში ჩართული, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თუ რამეში არ არის დამნაშავე ღარიბაშვილი, ვაქცინაციის ჩავარდნაა.
“გახარიას სხვა პრობლემები აქვს. ჩვენ არ ვართ ოპოზიციაში დაბადებული ადამიანები, რომ საზომად ვიქცეთ, ვის მოვუშვებთ და ვის არ მოვუშვებთ. ადამიანების პოლიტიკაში ყოფნას განსაზღვრავს ხალხი, ეყოლება ამომრჩეველი? – იქნება პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, მომწონს მე თუ არა.
20 ივნისზე გახარიამ თქვა, რომ მე ავიღე პასუხისმგებლობაო. სულელი არავინ არ არის და ყველამ კარგად იცის, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს პირველი პირი იღებს, ასე იყო ადრეც და ასეა დღესაც. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ მთავარი დამნაშავე ივანიშვილია, რა თქმა უნდა გახარიასთან ერთად.
მეორე, ია კერზაიას საქმეშიც იკვეთება გახარიას ხელი და მესამე არის მისი მენეჯერული თვისებები. მე მაგალითად მისი, როგორც პრემიერის მიმართ უდიდესი პრეტენზია მაქვს. ის, რომ ვაქცინაცია ვერ არის, ამაში ლომის წვლილი გახარიას მიუძღვის. იმიტომ, რომ ის იყო პრემიერი და ამ თემებში ჩართული. თუ რამეში არ არის დამნაშავე ეს უბედური ღარიბაშვილი, ვაქცინაციის ჩავარდნაა”, – განაცხადა გიგი უგულავამ.