ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნება იყო ის, რომ “ოცნებას” ვესაუბრებოდით ვადამდელზე და პატიმრების გათავისუფლებაზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნებამ” ძალიან მძიმე ნაბიჯი გადადგა იმ თვალსაზრისით, რომ ევროატლანტიკურ სივრცეს უთხრა “არა”.
“ეს არ იყო ყოველდღიური რუტინული რთული გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” მხრიდან. ეს იყო ძალიან მძიმე ნაბიჯი მათი მხრიდან, რომელიც გულისხმობა იმას, რომ ევროატლანტიკურ სივრცეს, სადაც საქართველომ უნდა დაიმკვიდროს საკუთარი არჩევანით ღირსეული ადგილი, პირდაპირ უთხრეს არა.
რაც შეეხება მეორე მხარეს, გულწრფელად გეტყვით, არ მესმის, როგორ შეიძლება თანაბრდეს გადანაწილდეს პასუხისმგებლობები ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე, როდესაც საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან, პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან, გაყალბებულ არჩევნებთან და ეკონომიკურად უმძიმეს ვითარებასთან. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნება ზუსტად ის იყო, რომ ჩვენ ვესაუბრებოდით მედიატორების მეშვეობით ადამიანების ციხიდან გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ დარწმუნებულია ამაზე დასავლეთი პასუხს გასცემს “ოცნების” პოლიტიკურ ისტებლიშმენტს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის მედიაციით ხელისუფლება-ოპოზიციის რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებები გუშინ უშედეგოდ დამთავრდა.