“მეგობრებო, როდესაც შეთანხმებას ცდილობ, შეთანხმებაზე პასუხისმგებელ მხარეს არ ანაგავებ.
ნუ გიკვირთ, რომ ბოიკოტს არც ახლა ეთანხმებიან ევროპელები – არასოდეს, არასოდეს დაუჭერს დასავლეთი მხარს საპარლამენტო ბოიკოტს. ” – ამის შესახებ “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“არც ეუთოს შეფასება შეიცვლება – არასოდეს. (სამართლიანია თუ არა, ამის განხილვაში შესვლასაც მნიშვნელობა აღარ აქვს).
ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ კონსენსუსი შემდგარია იმაზე, რომ პოლიტიკურ კრიზისში ვართ და უნდა გამოვიდეთ.
ვადამდელი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების საკითხის გარეშე, ეს კრიზისი ვერ გადაწყდება.
ის, რომ ასოცირების შეთანხმების რუტინულ და დაგეგმილ შეხვედრაზე რაღაც ზოგადი განცხადებები გაკეთდა, არ არის კავშირში მოლაპარაკებების პროცესთან.
დათმობებზე წამოსაყვანი ხელისუფლების სახის შენარჩუნებასთანაა კავშირში.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.