დღეს ჩამოვიდა ვაქცინა. მთავრობა, ჯანდაცვის სისტემამ, საკოორდინაციო საბჭომ იმუშავა თანმიმდევრულად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„ამ პროცესში მთავრობას ჰქონდა სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა და როგორც ხედავთ ვაქცინა უკვე საქართველოშია. მე მინდა მადლობა გადავუხადო ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს, რომლებიც ამ დროის განმავლობაში წინა ხაზზე იყვნენ კოვიდთან ბრძოლის საქმეში. იმედს გამოვთქვამ, რომ ვაქცინაციის პროცესი ეფექტურად ჩატარდება და ჩვენ შევძლებთ უახლოეს თვეებში ჩვენი მოსახლეობის იმ რაოდენობის აცრას, რომელიც ვირუსის შემდეგ გავრცელებას მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.