ცნობილი ხდება, რომ დედოფალ ელისაბეტის ინიციატივით უახლოეს დღეებში პრინც ჰარისთან პირველი სატელეფონო კომუნიკაცია შედგება. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, 94 წლის მონარქმა მიიღო გადაწყვეტილება, პირადად გავიდეს კონტაქტზე წყვილთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ და ერთგვარი მედიატორის როლი იკისროს. მისი მისია კი მდგომარეობს იმაში, რომ დედოფალმა ჰარი და მეგანი ოჯახში უნდა დააბრუნოს.
ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ყველაზე კარგად სწორედ დედოფალს მოიხსენიებენ. ისინი ამბობენ, რომ 94 წლის ელისაბეტის მხრიდან მათ მიმართ ყოველთვის დადებითი დამოკიდებულება იგრძნობოდა. სავარაუდოდ, დედოფალი ჰარისა და მეგანის ჩარლზთან და უილიამთან შერიგებას შეეცდება.