7 ნოემბერს “იმედს” რომ არბევდნენ, ღარიბაშვილი ივანიშვილთან ერთად მათ მხარეს იყო, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ნინო გოგუაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 7 ნოემბერს ვინც არბევდნენ, ისინი ახლა “ტვ პირველს” იცავენო და ეს ჩვენი ხელწერა არ არისო. ჯერ ერთი 7 ნოემბერს “იმედს” რომ არბევდნენ, ღარიბაშვილი იმათ მხარეს იყო ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ამას ეუბნებიან ინგა გრიგოლიას, დიანა ტრაპაიძეს და ჩვენც, ვინც მაშინ ვიცავდით “იმედს”. ძალიან შემეშინდა. იმიტომ, როდესაც ამბობენ ხოლმე, რომ ჩვენი ხელწერა არ არისო, ზუსტად მაშინ ჩადიან ასეთ ამბებს”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.