ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ ლაივმიმართვაში საზოგადოებას დედის დღეს ულოცავს და ცდილობს, სამედიცინო ენით ახსნას, როგორი უხილავი კავშირია დედასა და შვილს შორის.
„როდესაც ქალი ფეხმძიმდება, საკუთარ სიცოცხლეს აყენებს ძალიან მაღალი რისკის ქვეშ, რომ საბოლოოდ გავჩნდეთ ჩვენ – მათი შვილები. დედობა თავიდანვე მაღალი პასუხისმგებლობაა. ისინი სწირავენ საკუთარ სიცოცხლეს, საკუთარ ჯანმრთელობას დებენ სასწორზე, რომ ჩვენ დავიბადოთ… რამდენად ღირებული მომენტია…“
„ზოგი დედა ისეთია, პურის პატარა ფრაგმენტიც რომ ჰქონდეს, შვილს მისცემს, რომ ის იყოს მაძღარი, კმაყოფილი, თვითონ უარს იტყვის და იქნება მშიერი. მათ ეს თვისება არ აქვთ მხოლოდ ჩვენი დაბადების შემდეგ, არამედ ეს თვისება აქვთ დნმ-ში, როცა ჩვენ ვართ ჯერ კიდევ მათ საშვილოსნოში.
ქალი, რომელიც ფეხმძიმდება, მისი სხეული, მისი პლაცენტა წარმოქმნის ძალიან სერიოზულ ჰორმონს, მას ჰქვია პლაცენტის ლაქტოგენი, რომელიც დედის სხეულს ართმევს საკვებს, რომ ეს საკვები დედის უჯრედებმა კი არ მიიღოს, არამედ ნაყოფმა მიიღოს, რომ გაიზარდოს, იყოს გამოკვებილი და მაძღარი. დედის სხეული თავად ამბობს უარს საკვებზე, არ იღებს გლუკოზას, რომ მთელი გლუკოზა, რაც გროვდება სისხლში, ჩვენ მივიღოთ, ჩვენ გავიზარდოთ. ხომ ხვდებით, დედის სხეულისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კარგად ყოფნა. საკუთარ სხეულს სწირავენ, საკუთარ უჯრედებს აშიმშილებენ, რომ ჩვენ ვიყოთ მაძღარი. ეს თვისება მათ ჯერ კიდევ იქამდე აქვთ, ვიდრე ჩვენ დავიბადებით“, – ამბობს ღოღობერიძე.
ვიდეო