„ყველგან ვიქნები, სადაც რევოლუციის სამზადისი არ იქნება და ტახტით არ შემოაბრძანებენ სააკაშვილს, რომელსაც ცალ მხარს მეგის ქარდავა, მეორე მხარს კი დათა ახალაია უმშვენებს“ – ამბობს “ღამის კურიერთან” ინტერვიუში ალეკო ელისაშვილი.
მისი თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრება უკრაინაში მყოფ სააკაშვილს საქართველოში ქაოსის მოსაწყებად სურს.
„მეგობრულად და ადამიანურად ვურჩევ ნიკა მელიას, ნუ მოიქცევა გამომწვევად, გადაიხადოს ეს გირაოს თანხა, რადგან ძალიან არ მინდა რომ ის დააკავონ… ეს სურს სააკაშვილს, მაგრამ დღევანდელი პროკურატურა სანატრელი იქნება აქ თუ რევოლუცია ან რაღაც გადატრიალება მოხდა და აქ მეგის ქარდავა და დათა ახალაია ჩამოვიდნენ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.