"ქართული ოცნების" ოფისთან დაუმორჩილებლობის აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, სადაც აქტივისტების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორი ადამიანის დააკავეს.
აქციის მსვლელობისას პარკინგის ტერიტორიაზე მონაწილეები წარწერებს აკეთებდნენ, რა დროსაც ვითარება დაიძაბა.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ "ქართული ოცნების" მმართველობას, გადაადგილებაზე შეზღუდვას და ასევე შს მინისტრის გადაყენებას ითხოვენ.
ამ დროისთვის აქტივისტები "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობამდე მსვლელობას მართავენ. ისინი ამ ფორმით ქობულეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ