ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 538 ადამიანს დაუდასტურდა, 498 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია შტოპჩოვ-გე-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის 261,018 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 252,246, გარდაიცვალა 3,258 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 478, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2,287. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 274 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.