„ჩვენი სურვილია, პარლამენტი იყოს ისეთი, როგორიც ეს საზოგადოებამ აირჩია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძე მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელიც თვლის, რომ პოლიტიკურ შანტაჟს არ ექვემდებარება, კიდევ ერთხელ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას.
„თუ გირჩი ითხოვს, რომ - გვაცადეთ და დაგველოდეთ, სამაგიეროდ, ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი ერთი თვე გვამუნათებდა და ატყუებდა საზოგადოებას, რომ ამ საკითხს „ჩქარა არ განიხილავს“. არადა სრული კანონის დაცვით ეს საკითხი 2 თებერვალს განიხილება. არ გადაიდება. ჩვენ, სამი თვის განმავლობაში ჩართული ვიყავით მოლაპარაკებებში, დავაანონსეთ საარჩევნო რეფორმა და ყველა საკითხზე, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, სამართლიანი პასუხები გვქონდა.
ისინი ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, რაზეც შევთავაზეთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, გადათვალოთ შედეგები - რომელიმე შეთავაზებაზე იყო პასუხი?! მაშინ მათ სიტყვას რას ფასი აქვს?! ეს არის მხოლოდ განცხადება და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდება, რომელიც იყო დაფუძნებული იყო ძალიან საეჭვო შეცდომებზე“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
51 ოპოზიციონერი დეპუტატის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას პარლამენტი 2 თებერვალს უყრის კენჭს.