ჯანყის უფლება ჩემი კონსტიტუციური უფლებაა, ოღონდ გონიერი ოპოზიცია უნდა აკონტროლებდეს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.
“მე ნაბიჯს არ ვდგამ იურისტების გარეშე. მე მათ ვკითხე – აბა ბატონებო, როდესაც ადამიანები სახელმწიფოში პურს ითხოვენ, ტრანსპორტი არ არის, ჯანდაცვაში თოჯინა გვყავს, ადამიანები არიან უპატრონოდ, როდესაც ყაჩაღები არიან სათავეში, არის ერთპარტიული სისტემა და არის ოლიგარქი, რა გზა რჩება და მივიღე პასუხი, კონვენციით მინიჭებული ერთადერთი გზა – ჯანყის უფლება ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა. ოღონდ გონიერი ოპოზიცია უნდა აკონტროლებდეს ყველაფერს, რომ არცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია არ ჩამოვიმხოთ თავზე. ამის კულტურა კი გვაქვს, 50 000-იანი მიტინგები გვახსოვს და არაფერი არ იმტვრევა ხოლმე, ამიტომ ვერავინ ვერ ისპეკულიანტებს ჩემი სიტყვებით.
ვსაუბრობ იმ შემთხვევაზე თუკი გააგრძელებს ხალხის ჩაგვრას ყაჩაღი ხელისუფლება. თუკი წამართმევს ყველაფერს, დავინახავ, რომ რუსეთზე მუშაობს, გავრილოვი შემოყავს და შემდეგ აწინაურებს იმ ადამიანებს, ვინც თვალები დათხარა ბავშვებს. რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში ხალხმა? მე ვარ წამოსული ხალხის წიაღიდან და იქ ვიქნები, სადაც ჩემი ხალხია. ვიქნები უპოვართან, ვიქნები სოციალურად დაუცველთან და არც უნდა ის დაარქვას კობახიძემ”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.