თუ თქვენ სახელმიწიფო ორგანიზაციის ჯარიმა გაქვთ მიღებული, აუცილებლად უნდა იზრუნოთ მის დროულ გადახდაზე. ამისათვის კი სწრაფი და სანდო გადახდის პლატფორმა დაგჭირდებათ, რომელიც თქვენს მიერ გადახდილ თანხას მომენტალურად ასახავს მიმღები ორგანიზაციის ბალანსზე. იმისათვის, რომ დარწმუნებული იყოთ ჯარიმის თანხის სწრაფ ასახვაში, შეგიძლიათ თიბისი ფეის სისტემა გამოიყენოთ; თანაც ასეთი ჯარიმების გადახდას სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეძლებთ. თიბისი ფეის ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია სპეციალურად მომენტალური გადახდებისთვისაა შექმნილი და მათი გამოყენებით ტრანზაქციები სწრაფად და მარტივად სრულდება.
რისი გადახდა გსურთ?
თიბისი ფეის სისტემაში წარმოდგენილია სახელმწიფო ორგანიზაციები, მათ მიერ გამოწერილ ჯარიმას კი სულ რამდენიმე წუთში დაფარავთ. აქ შეძლებთ საპატრულო პოლიციის ჯარიმის გადახდას, სურსათის ეროვნული სააგენტოს ჯარიმის დაფარვას, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის პარკინგის ჯარიმების თანხის გადახდას და ა.შ. მათ გადასახდელად საჭიროა შეხვიდეთ თიბისის ფეის ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში და მოძებნოთ კატეგორია სახელმწიფო სერვისები, ჩამოშლილ ორგანიზაციებში კი მარტივად მონახავთ სასურველ სერვისს.
პატრულის ჯარიმის გადახდა სამი განსხვავებული გზითაა შესაძლებელი, იმის მიხედვით, თუ რა ინფორმაცია გაქვთ ხელთ:
• ქვითრის ნომრით და ავტომობილის სახელმწიფო ნომრის მითითებით;
• ქვითრის ნომრით და ავტომობილის სარეგისტრაციო (ტექ-პასპორტის) ნომრის მითითებით;
• ქვითრის ნომრით და დაჯარიმებული პიროვნების პირადი ნომრის მითითებით.
პატრულის ჯარიმის გადახდას შეძლებენ როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეები. რაც მთავარია, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ რომ ყველა გადახდა მომენატალურად სრულდება და თახა სწრაფად აისახება შსს-ს მონაცემთა ბაზაში.
ერთი სივრცე 1000-ზე მეტი სერვისის გადასახდელად
თიბისი ფეი, გარდა ჯარიმებისა, კიდევ 1000-ზე მეტი სერვისის საფასურის გადახდას ერთ უნივერსალურ სივრცეში გთავაზობთ. აქ ფართოდაა წარმოდგენილია საქართველოში მოქმედი სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციები, რომლებიც სისტემაში კატეფორიებადაა დაყოფილი. ვებგვერდი, ისევე როგორც მობილური აპლიკაცია, მოსახერხებელი ნავიგაციით და მარტივი ინტერფეისით გამოირჩევა. სისტემაში ყველაფერი მაქსიმალურადაა გათვლილი მომხმარებელზე, რათა ნებისმიერი გადახდის შესრულება იოლად იყოს შესაძლებელი. თიბისი ფეიზე ჯარიმების თუ სხვა სახის სერვისების გადახდას რამდენიმე უპირატესობა აქვს, მაგალითად:
• ნებისმიერ დროს შეძლებთ გადახდების ისტორიის ნახვას და ხარჯების კონტროლს.
• მიიღებთ ელექტრონულ ქვითარს ყველა შესრულებული ტრანზაქციისთვის, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ამობეჭდავთ.
• შეგიძლიათ გადაიხადოთ კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში. ეს კი ნიშნავს, რომ გადახდების შესრულებას არ აფერხებს უქმეები თუ შაბათი-კვირა.
გარდა ჯარიმებისა, თიბისი ფეიზე უამრავი სახელმწიფო სერვისის დაფარვას შეძლებთ. აქ შეხვდებით საჯარო და სამოქალაქო რეესტრს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის არქიტექტურის სამსახურს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ა.შ. აქვე იპოვნით შსს მომსახურების სააგენტოს სერვისს - მართვის მოწმობის გამოცდის ონლაინ ჯავშანს. დაიკავეთ რიგი გამოცდის ჩასაბარებლად სახლიდან გაუსვლელად და მიდით თქვენს მიერ წინასწარ არჩეულ დროს.
თიბისი ფეიზე დისტანციური სერვისების მისაღებად რეგისტრაცია საჭირო არ არის, თუმცა რეგისტრაცის გავლა ძალიან მარტივია, შემდეგ კი თქვენს წინაშე მრავალფუნქციური ონლაინ პლატფორმა იქნება წარმოდგენული, სადაც გადახდების მარტივად შესასრულებლად შაბლონების შექმნა, ავტომატური გადახდების დაყენება, დავალიანების შესახებ შეტყობინების მიღება და სხვა უმრავი ფუნქციის გამოყენება შეგეძლებათ. გაიმარტივეთ გადახდების რუტინული პროცესი და ეწვიეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ონლაინ სივრცეს, სადაც ყველა ტრანზაქციას დროის დაკარგვის გარეშე, მომენტალურად შეასრულებთ.