კახეთში კორონავირუსით 45-ე პაციენტი გარდაიცვალა. imedinews-ის ინფორმაციით,
70 წლის კაცი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი სოფლიდან იყო და „ჯეო ჰოსპიტალსში“ რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.
ცოტა ხნის წინ განახლდა მონაცემები ახალი ინფიცირებულების შესახებ. დღის განმავლობაში რეგიონში ვირუსი 209 მოქალაქეს დაუდასტურდა და ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 6,982- მდე გაიზარდა.
ამ ეტაპზე , რეგიონის მასშტაბით 3,273 მოქალაქე მკურნალობას, აქედან 3, 078 - ბინაზე. 10 კოვიდსასტუმროში და 185 - კოვიდკლინიკაში.
თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 2,513-ს შეადგენს, ხოლო თვითიზოლაციიდან 135 მოქალაქე მოიხსნა. საკარანტინო ზონაში რჩება 49 ადამიანი. დღის განმავლობაში 138 პაციენტი გამოჯანმრთელდა და ეს რაოდენობა 3, 664 - მდე გაიზარდა.