საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას საერთაშორისო პარტნიორებთან უკეთესი კომუნიკაცია ჰქონდა, ვიდრე დღევანდელ ხელისუფლებას.
„საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ძალიან დაბალ დონეზე. მე ადრე ყურმილს ვიღებდი და ნებისმიერ დროს ვურეკავდი ამერიკის პრეზიდენტს, ვიცე პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს, ამათ (ქართული ოცნება), ვინმეს რომ დაურეკონ, თვეები უნდა იდგნენ რიგში.როდესაც ვარდების რევოლუცია იყო, მაშინაც ვრეკავდი თეთრ სახლში, იმიტომ, რომ ყველას ვიცნობდი. ახლა საქართველოს მიმართ იმდენად დაბალი ინტერესია, რომ გადაწყვეტილება მიიღება ძალიან დაბალ დონეზე. ამიტომ მათზე ენერგიის ხარჯვას არავის ვურჩევ, ჩვენ ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.