პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, ოპოზიციამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ხელისუფლებასთან შეთანხმებისთვის ბრძოლა გააგრძელოს.
„ჩემი, ალეკოს, ზურას ან სხვების, რამდენიმე დეპუტატის პარლამენტში შესვლას აზრი არ აქვს. აზრი ექნება იმას, თუ ოპოზიცია განახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას და პარლამენტს ამ ფუნქციას შესძენს. ერთი და ორი კაცი ამ ფუნქციას ვერ იტვირთავს.
ორი დღე მე და ალეკოს ტალახს გვესროდნენ და ამბოდნენ, რომ პარლამენტში შესვლა გვინდა. ხომ ყველამ ნახა, რომ არ შევსულვართ“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, მმართველ გუნდთან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს.
„მოლაპარაკებები თუ ჩაიშლება, ეს ქვეყანა აღმოჩნდება ჩიხში, რის შემდეგაც მომავალი იქნება ბუნდოვანი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.