კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების შესახებ გავრცელებული ცნობები საზოგადოებაში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ასეთი შემთხვევები მსოფლიოში იშვიათად ხდება.
ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის მიერ გავრცელებულ პოსტს, რომელიც ახალ ზელანდიურ კვლევებზე დაყრდნობით, კოვიდგადატანილ პაციენტებში ვირუსის ანტისხეულები 8 თვეზე მეტ ხანს შენარჩუნდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ერთ-ერთმა მოქალაქემ კლინიკა “გორმედის” ექთნის ხელმეორედ დაინფიცირების შემთხვევა მოიყვანა მაგალითად, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ მეორადი ინფიცირებების შემთხვევები მსოფლიოში იშვიათად ხდება, თუმცა შესაძლოა რეაქტივაცია მოხდა, ისევე, როგორც ეს ჰერპერსის ვირუსს ახასიათებს.
“უიშვიათესია მეორადი ინფიცირებები მსოფლიოშიც კი, ორივე შემთხვევის გენური სექვენირებაა საჭირო ისე ვერ ამბობ ამას. თუმცა არის შემთხვევები, როცა ჰერპესის მსგავსად (უხეშად ვადარებ) მოხდა რეაქტივაცია და არა ახალი ინფექცია”,-დაწერა ბიძინა კულუმბეგოვმა.