„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მთავრობისგან მოითხოვს საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია სწრაფად დაიწყოს. მისი თქმით, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებით არის დაკავებული და ვაქცინის შემოტანას ნაკლებ ყურადღებას უთმობს.
„სანამ ოლიგარქიული რეჟიმი ერთპარტიული, ტირანული დიქტატურის დამყარებითაა დაკავებული, ამასობაში მსოფლიომ ლამის დაამთავრა ვაქცინაცია. დღევანდელ არალეგიტიმურ ხელისუფლებას კატეგორიულად ვთხოვ, კეთილი ინებეთ და იმ 10 მილიარდიდან, რომელიც ჩვენს დასახმარებლად შემოვიდა, შეიძინეთ ვაქცინა და დაიწყეთ მისი გაკეთება. გაზაფხულზე ვირუსი უკვე ყველას გადატანილი გვექნება“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.