იმედი მაქვს და განცდა, რომ სხვები გონს მოეგებიან და უმანდატო ბოკერიას და უგულავას არ დაახევინებენ თავიანთ მანდატებს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ოპოზიცია გამოიჩენს ამ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას და ბოკერიას და უგულავას დაგეგმილ გაუგებრობაში არ მიიღებს მონაწილეობას.
„უნდათ, რომ არავინ შევიდეს პარლამენტში, მაგრამ მერე რა ხდება არავინ იცის. ამ შეკითხვაზე პასუხი არავის აქვს. შემოდგომაზე არის ადგილობრივი არჩევნები და იმ არჩევნებზე ისევ თამარ ჟვანიას არჩევნებზე უნდა გავიდეთო, მეორე დღეს ისევ გამოვიდეთ და ბოიკოტი გამოვაცხადოთო. ჩემ შეკითხვაზე, თუ პარლამენტში არავინ შევალთ, პასუხი იყო ასევე, რომ შესაძლოა, გაზაფხულზე მღელვარება იყოს და ხალხი გამოვიდეს ქუჩაშიო. ჩემთვის ეს სცენარი მიუღებელია. მაქვს იმედი და განცდა, რომ სხვები გონს მოეგებიან და უმანდატო ბოკერიას და უგულავას არ დაახევინებენ თავიანთ მანდატებს. ასევე იმედი მაქვს, რომ გამოიჩენენ ამ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას და ბოკერიას და უგულავას დაგეგმილ გაუგებრობაში არ მიიღებენ მონაწილეობას. მათ აურიეს ყველაფერი, რადგან ისინი დარჩნენ უმანდატოდ და პარლამენტს მიღმა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.