ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე დაკავებული არასრულწლოვნებისთვის გამამტყუნებელი განაჩენის საკითხს გამოეხმაურა.
მირიან ნიკოლაძის თქმით, ოჯახს სასამართლოს ობიექტუროს იმედი ჰქონდა.
„ზოგს მიაჩნია, რომ განაჩენი ობიექტურია. ოჯახს სასამართლოს ობიექტურობის იმედი ჰქონდა, შესაბამისად აღნიშნული პირების გამტყუნება ყველა წაყენებულ ეპიზოდში სამართლიანია. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასჯელთანაც დაკავშირებით ობიექტური განაჩენი დადგება.არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსით არსებობს გარკვეული შეზღუდვები სასჯელთან მიმართებაში, შესაბამისსად ვიტოვებთ იმედს, რომ შეზღუდვებიდან გამომდინარე სასჯელიც იქნება ისეთივე ობიექტური როგორც კვალიფიკაციასთან მიმართებაში სასამართლოს მიდგომა“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.