დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.
მისი თქმით, ზედმეტად დაკავებული ჰოსპიტალური საწოლი, როდესაც ამის საჭიროება არ არის, შესაძლოა ვინმეს სიცოცხლის ფასად დაჯდეს.
„თუ 112-ში მთელი დღის განმავლობაში რეკავენ და ვერ ხერხდება პასუხი ეს საგანგაშო არ არის, მაშინ როდესაც დაავადება საშალო სიმძიმით მიმდინარეობს ახალგაზრდებში.უნდა განვსაზღვროთ თუ ვის რა საჭიროება აქვს მოცემული მომენტისათვის. ზედმეტად დაკავებული ჰოსპიტალური საწოლი, როდესაც ამის საჭიროება არ არის, შესაძლოა ვინმეს სიცოცხლის ფასად დაჯდეს.
განგაში იწყება ჩვენს ტვინში, როდესაც განუსაზღვრელი შიში გვიპყრობს. კარგად გვახსოვდეს, რომ კოვიდი არის მწვავე დაავადება, რომელსაც აქვს მძიმე ავადობისა და სასიკვდილო გამოსავლის პოტენციალი, მაგრამ არა ყველა ადამიანისთვის“, - დასძინა ხათუნა ზახაშვილმა.
მისი თქმით, ამ ავადობისგან განსაკუთრებით დაზღვეულია ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანი.
„დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მორგებული უნდა იყოს იმ ადამიანების დამძიმების გადარჩენისკენ, რომელსაც ამის რისკი აქვს მეტი“, - აღნიშნა ზახაშვილმა.