ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 765 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 168 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსის 1 136 503 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 35 466 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.