პირველივე შეკითხვით, რომელიც დაისვა მედიის მხრიდან, გაიშიფრა რეალურად მათი სახე. ამას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ საერთოდ არ გაინტერებს: არც ადამიანი, არც მისი სიცოცხლე, არც მისი ბედი. ერთადერთი, რაც გაინტერესებს, რომ რამენაირად შენს პოლიტიკურ პარტიას დაუწერო დამატებითი ერთი პოლიტიკური ქულა მაინც, რომ 12%-ის ნაცვლად აიღოს 13 ან 14%. ამის იქით ვერ მიდიან და ფანტაზიაც კი არ ყოფნით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ იმედის გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული მედიასაშუალების წარმომადგენელი ფაქტობრივად მოლაპარაკებაში შევიდა თავდამსხმელთან.
„ეს დიალოგი, რაც შედგა მოლაპარაკების სახით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო ქმედება კონკრეტული მედიის წარმომადგენლის მხრიდან. ამან პრაქტიკულად გაამძაფრა რისკი, რომლის წინაშეც იდგნენ მძევლები. ამას სჭირდება კონკრეტული პოლიტიკური შეფასება და დასჭირდება სამართლებრივი შეფასებაც“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.