სატელევიზიო ეთერში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სამ მძევალთან და სამხარეოს პოლიციის უფროსთან ერთად ვერტმფრენისკენ გაემართა.
დაახლოებით, 15 წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ პოლიციამ შენობაში თავდამსხმელს ფული მიუტანა და მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.
"კურიერის" მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, თავდამსხმელ პირს ხელში სავარაუდოდ, ხელყუმბარა უჭირავს და ფარად აფარებული ჰყავს რამდენიმე მძევალი.