თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კოვიდთან ბრძოლაში ისევ აქტიურად არის ჩართული. ბოლო მონაცემებით, კლინიკაში 100-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის ერთი მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ითვლება. ამის შესახებ "ფორტუნასთან" საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ისაუბრა.
"დღეის მდგომარეობით გვყავს 99 ინფიცირებული პაციენტი, აქედან 11 რეანიმაციულ განყოფილებაშია, 4 კი ინტენსიურში. 70 პაციენტი არის საშუალო სიმძიმის, აქედან 2 ჩვილია. ერთი 15 წლის გოგონა გვყავს მძიმე შემთხვევით, სუნთქვის აპარატზეა. კრიტიკულად მძიმე პაციენტად ითვლება" – განაცხადა "ფორტუნასთან" საუბრისას ლალი ტურძელაძე.