ბრიტანულმა კომპანია Survation-მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი მოიცვა: ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქები.
ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში ხმები ასე გადანაწილდა
თითქმის დარწმუნებულია, რომ მიიღებს მონაწილეობა -84%
ალბათ მიღებს მონაწილეობას -7%
50-50 - 7%
არ მიიღებს მონაწილეობას -2%
ამავე ოლქში - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ? ბათუმის მაჟორიტარული ოლქი, სწორედ აქ არის მეორე ტურის ალბათობა:
რესან კონცელიძე (ქართული ოცნება) - 47%
ლევან ვარშალომიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია) - 39%
მარიამ ჯაში (ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი) - 4%
ზაურ გაბაიძე (პატრიოტთა ალიანსი ) - 3%
ირაკლი კუპრაძე (ლელო) - 3%
არმაზ ახვლედიანი (ევროპული საქართველო) - 1%
რომან ჯიქია (თავისუფალი საქართველო) - 1%
სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი-2%
ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში- დღეს რომ საპარლამენტო არჩვენები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
ქართული ოცნება - 51%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 31%
გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი - 5%
ლელო - 4%
პატრიოტთა ალიანსი - 3%
ლეიბორისტული პარტია - 2%
გირჩი - 2%
ევროპული საქართველო - 1%
თავისუფალი დემოკრატები -1%
კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარდა. საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა. რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.