საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მერვე ტურის მატჩში შინ შვეიცარიის ნაკრებთან 0:3 დამარცხდა.
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში შვეიცარიის ნაკრებს სამი ქულა ნდოიეს, ზექირის და პუშიჩის გოლებმა მოუტანა.
8 მატჩის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 9 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ვასილ მაისურაძის შეგირდები 13 ოქტომბერს აზერბაიჯანელი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ.