მაჩუქეთ ახლა მე ვაკის პარკი, ნახევარში დავდგამ კორპუსებს და მეორე ნახევარს ვაჩუქებ ქალაქს, როგორი ადამიანი ვიქნები? – მანიპულატორი, თაღლითი და მომსყიდველი, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთაბ განაცხადა.
მისივე თქმით, იპოდრომის პარკის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა ამომრჩევლის მოსყიდვისთვის გადადგმული ნაბიჯია.„იპოდრომი გასხვისებული იყო იმ პირობით, რომ მის ერთ ნაწილზე განვითარდებოდა რეკრეაციული ზონა, მეორე ნაწილი კი გამოყენებული იქნებოდა თანამედროვე განაშენიანებისთვის. რა მოხდა? – იპოდრომის ერთი ნაწილი, სადაც საჯინიბოები, სპორტსმენების კოტეჯები და ადმინისტრაციული კორპუსი იყო, განადგურდა. დღეს იპოდრომის ამ ნაწილზე ფაქტობრივად ქალაქი აშენდა, ხოლო მეორე ნაწილი მიაქვს ტყეს. ამიტომ არაფერი დაუკარგავს ამ იაფად ნაყიდი იპოდრომის პატრონს, მან თავისი ამოსაღები ამოიღო დაქუცმაცებულად ამ მიწების გაყიდვით. ჩვენი პარტიის და საზოგადოების მოთხოვნაც იყო, რომ არავის გაებედა იქ კორპუსების ჩადგმა და ის გადაქცეულიყო ქალაქის ცენტრალურ პარკად. ივანიშვილის ამ საქციელს რაც შეეხება, ეს არის მორიგი ნაბიჯი მოსყიდვის, ხოლო ქალაქს დაუბრუნდა ის, რაც ისედაც მას ეკუთვნოდა“, – განაცხადა გოცირიძემ.