აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანულმა არმიამ ყარაბაღის საკონტაქტო ხაზზე პოზიციები დაიკავა. ალიევის განცხადებით, გათავისუფლებულია ყარაბაღის სამი სოფელი.
„დღეს აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ჯაბრაილის რეგიონში მდებარე სოფლები შიხალი, სარიჯალი და მეზრე“, - აცხადებს ალიევი.
ინფორმაციისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები. აზერბაიჯანს აქტიურად უჭერს მხარს თურქეთი.