„სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოება დუმდა სომხების მიერ ყარაბაღის ოკუპაციის შემდეგ. ის, რაც ყარაბაღში მოხდა, არამარტო ოკუპაცია, არამედ ხოცვა იყო“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, ამჟამად ყარაბაღში ბევრი ადგილი გათავისუფლებულია ოკუპაციისგან.„ეუთოს მინსკის ჯგუფმა პრობლემის გადაჭრის ნაცვლად ის სისუსტისკენ მიიყვანა. ეს სიტუაცია შეიქმნა იმის გამო, რომ მინსკის ჯგუფმა უგულებელყო ეს პრობლემა. სომხეთი მოულოდნელი რეაქციის წინაშე აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კვლავ თავდასხმის შემდეგ.
ამჟამად ყარაბაღში ბევრი ადგილი გათავისუფლებულია ოკუპაციისგან. თურქეთი მთელი გულით დგას აზერბაიჯანის გვერდით. ჩვენ აზერბაიჯანელ ძმებთან ვართ გამარჯვებამდე”, - განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.
ინფორმაციისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.