სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი განცხადებას ავრცელებს.
"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეხების ხაზის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რასაც სამწუხაროდ, სამხედრო და სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა.
ევროკავშირი მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს. ეუთოს დაუყოვნებლივ საჭიროა, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ეგიდით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებებთან დაბრუნება, წინაპირობების გარეშე", - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.
სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.
აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.